პრემიერ-მინისტრი – კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა – ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. ასევე, კარგია, რომ მან პირდაპირი ფორმით, საკუთარი არალეგიტიმურობაც აღიარა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , პრეზიდენტის ს, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელს.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეტანილ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.
„რაც შეეხება, სამართლებრივ პროცესს პარლამენტი, რა თქმა უნდა, იქნება წარმომადგენელი და ყველა პოზიცია იქნება დაცული. სამართლებრივად ძალიან მარტივად არის საქმე, გამჭვირვალობას ვერ ექნება ვერავითარი ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივა ვერ ექნება სარჩელს. შეუძლებელია დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა სამართლებრივად თუ სხვა კუთხით არის ცუდი, ამას ამტკიცებს სარჩელი, შესაბამისად ასეთ სარჩელს ვერანაირი სამართლებრივი პერსპექტივა ვერ ექნება,“ – განაცხადა მ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართა. სასამართლო სარჩელის განხილვას 29 ოქტომბერს დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს