პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და განსაკუთრებულ მეგობრობას.
„პრემიერ-მინისტრმა ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს