პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თუშეთში „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ თუშეთში განაცხადა, სადაც „მთის დღეები 2024“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა“ მიულოცა.
„მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“. ყველას მივულოცე „თუშეთობა“, აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები” იმართება. ფესტივალს დღეს თუშეთი, ხევსურეთი, მესტია და ყაზბეგი მასპინძლობს; 20 ივლისს კი ღონისძიებები ბახმაროში, გორდში, გოდერძისა და ცაგერში გაიმართება.
მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
Next: მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა