პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!