პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შოვში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი შოვში იმყოფება. სტიქიის ზონაში მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩავიდა. ტრაგედიის წლისთავზე ტაძრის მშენებლობას ეყრება საძირკველი.
ადგილზე მეუფე ვახტანგმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფის თქმით, შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ყველას ძალიან დიდი ტკივილი და იარა მიაყენა.
„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად და საოხად გადავიხადოთ პანაშვიდი. ერთმანეთს შევხვდეთ, გავიხსენოთ ეს დღე.
აშენდება ასურელი მამების სახელობის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით იკურთხება ჯვარი, რომელიც აღიმართება იმ ადგილზე, სადაც ეს ტაძარი დაიდგმება“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა. რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მთებიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან ერთი დაღუპული ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის. 32-ე, ბოლო ცხედარი მაშველებმა 2023 წლის 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას