პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Previous: გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია