პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს