პრემიერ-მინისტრი ირაკლი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს.
„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს არ მოგვაკლდეს თქვენი ლოცვა-კურთხევა. გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე