პრემიერ-მინისტრი ირაკლი გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
„საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
ირაკლი კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის – როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის – როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.
გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.
ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად დაესწრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის