პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
“ჩვენ ყველა თემას შევეხეთ, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ეუთო-სთვის რაც არის საინტერესო, შევეხეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და გავაცანით ის საერთო მდგომარეობა, რაც უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებას. ასევე, საუბარი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევეხეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ