პრემიერ-მინისტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, მთავრობის მეთაური დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და უწყებაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
“პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარების პროცესში და სამინისტროს წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ირაკლი მ ყურადღება დაუთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მათ გავლენას ეკონომიკაზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას და სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი წინსვლის მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც ის საჯარო სექტორის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე, რომელთა მონაწილეები თავადაც არიან, ასევე – განვითარების სამომავლო ხედვებზე და მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!