პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და -ში საქართველოს ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვისთვის და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, ამბასადორიალი ელჩებთან შეხვედრის მნიშვნელოვანი ფორმატია, რამდენადაც ის ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებზე, არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური მსჯელობისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ დედაქალაქში საქართველოს ელჩების შეკრება უკვე ტრადიციად იქცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დიპლომატების კოორდინაციისთვის, ისე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ელჩებმა პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული მითითებები მიიღეს.
ამბასადორიალში ევროპის ქვეყნებში საქართველოს ელჩების გარდა, ევროკავშირსა და ნატოში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მონაწილეობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით] და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში

მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს-ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას