პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობა სრულიად ახალ, სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
„საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორად.
მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ასოცირების დღის წესრიგითა და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“