პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ირაკლი , „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ­­ თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო.
„შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები. მ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.
შეხვედრა IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის