პრემიერ-მინისტრი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი.
„მწუხარებას გამოვთქვამ ალპინისტ არჩილ ბადრიაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი იყო უმაღლესი კლასის მთამსვლელი, რომელმაც ორ თანაგუნდელთან ერთად, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ყველაზე პრესტიჟული სპორტული ჯილდო – ოქროს წერაყინი მოიპოვა. ვუსამძიმრებ არჩილ ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”