პრემიერ-მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!