საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.