პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრეს.
“საერთაშორისო კომპეტენტური შემფასებლების მიერ, საქართველოს პროგრესი არის შეფასებული. საუბარი იყო, როგორც დემოკრატიის მმართველობის კუთხით ინდექსებში საქართველოს პროგრესზე, ასევე ეკონომიკური კუთხით საქართველოს პროგრესზე.
საქართველო წინა შეფასებებითაც ლიდერი იყო, მაგრამ კვლავაც ინარჩუნებს 12 მნიშვნელოვანი ინდიკატორიდან 11-ში პირველ ადგილს. ზოგადად, საქართველო სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით უსწრებს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო რეიტინგებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, რომლის თქმითაც, აღნიშნული რეიტინგები სახელმწიფოსა და მთავრობის გამართულ ფუნქციონირებაზე მიუთითებს.
“ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ობიექტურ მონაცემებს, რომელსაც მოიპოვებენ რეიტინგის მწარმოებელი ორგანიზაციები, რაც დამოკიდებულია მთავრობისა და პარლამენტის გამართულ მუშაობაზე და ზოგადად, მთლიანად, სახელმწიფო სისტემის ეფექტიან მუშაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ვრცელ ანგარიშში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში