პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტები კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება და ჩვენ ველოდებით, რომ გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა და მოლოდინია, რომ გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება.
დარჩიაშვილის თმით, კონფერენციის გარდა, პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის, მათ შორის, დღეს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყოველწლიურად იღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას, რადგან კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან დანახული, ნამდვილად მაღალი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება გამოსვლა.
მთავარი აქცენტები შესაბამისი იქნება, რომელიც ეხება კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჩვენ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება. ამ ღონისძიების პარალელურად, პრემიერ -მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერებთან კომუნიკაციის. დღეს ჰონდა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ მიშელთან. პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის მუდმივი, ძალიან ხშირი კომუნიკაცია, რომელიც კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, გრძელდება.
პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული, ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია,” – დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება