პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: ამ გამოცდილებამ, თუნდაც მე, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას, კიდევ ბევრი რამ დამანახა ქართველი ადამიანის შესაძლებლობებში. ის რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენი ასე ვთქვათ, სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნამდე, ბევრი ფაქტორია ამის და ამ გზაზე ვდგავართ