პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ

პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირებას საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად მივიჩნევ
“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე მიწვევის გაუქმება თავიდანვე იყო გამიზნული და ამ ნაბიჯით საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციამ, კაპიტულირების აქტი გააფორმა.
“Мелко, Хоботов, мелко” – ცნობილი საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრიდან ამ ციტატით ვუპასუხებდი ჯო ბაიდენს იმ საცირკო პერფორმანსზე, ძაღლს ძვალს რომ გადაუგდებ, ისე რომ გადაუგდო მან თავის აგენტებს საქართველოში. ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის ოფიციალურ ვახშამზე თავშივე გასაუქმებლად გამიზნული დაპატიჟების ანულირება კი მიმაჩნია საქართველოს წინაშე ბაიდენის ადმინისტრაციის დამარცხებისა და კაპიტულირების აქტის გაფორმების ტოლფასად.
საკუთარი თავის საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” სიიდან ამოღება -ს ისტორიაში ამ ალბათ ყველაზე სამარცხვინო ადმინისტრაციის მხრიდან – დაახლოებით მსგავსი ქმედებით უნდა დაგვირგვინებულიყო. ხოლო ირაკლი კობახიძეს კი ერთდროულად ორ ღირსშესანიშნავ ფაქტს ვულოცავ: პირველი – დაბადების დღეს, დღეგრძელობას, ოჯახურ ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ და მეორე – ამ ვახშამზე შესაძლო მოწამვლის გადარჩენას,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა