პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, ფორმულასთან ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი პრეზიდენტის ინსტიტუტია, ის არის პროცესის ლიდერი და ორთქლმავალი, იგი საუბრობს რიგგარეშე არჩევნებზეც, რომელიც ასევე პრეზიდენტის ინიციატივაა და ამბობს:
საინტერესო იქნებოდა დღესვე პრემიერის კანდიდატის დასახელება, მეორე ორთქლმავალი იქნებოდა, განვითარება მერე შეიძლება ისეთი მივიღოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები კი არ ჩატარდეს, მინისტრთა კაბინეტი გადადგეს, მინისტრთა კაბინეტი იყოს გარდამავალი. რიგგარეშე არჩევნებს რომ გავერიდოთ, რევანშის გარკვეული რისკები ახლავს მაინც. პრემიერ–მინისტრი დაასახელოს ემიგრაციიდან ვიღაცა, რომ კომპრომატი არ ამოუღოს ბიძინამ, ხომ ყველა ჩაწერილი ჰყავთ, ცილისწამებაც არ ეშლებათ, შეიძლება ქვეყნის გარეთ ისეთი პირის პოვნა, რომელიც ასევე მეორე ორთქლმავალი იქნება პროცესის. რადგან დღეს ჩვენ გვაქვს ზემოაცანა, არასტანდარტული გადაწყვეტილებებია მისაღები. პარტიები ნუ იჩქარებენ პორტფელების განაწილებას, ეს პორტფელები ან ექნებათ და ან არა. მისცენ კარტბლანში პრეზიდენტს. თუ მოიძებნა პრემიერის ფიგურა, ამომრჩეველი მერე უკვე ხმას აძლევს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, ვიღაცას, არ წამომცდეს რამე გვარი, თორემ, დავღუპავ ადამიანებს.