„პრემიერმინისტრი კობახიძე არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით“ — ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი აღნიშნავენ, რომ საქართველოში ვიზიტისას, ისინი იმედგაცრუებულები დარჩნენ პრემიერმინისტრ ირაკლი სთან შეხვედრით.
ამის შესახებ სენატორმა და კონგრესმენმა დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთეს კომენტარი.
„იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა გააკეთა არა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს, რომ გააკეთოს -თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რაზეც გვისაუბრია, მაგალითად იმაზე, რომ აშშ გადატრიალებას გეგმავდა საქართველოში, რაც სრული სიცრუეა. იმედია შეხედავენ განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რისი გადადგმაც შეუძლიათ მომავალში ურთიერთობების გასაუმჯობესებლად აშშ-სა და საქართველოს შორის, რაც 30 წელია არსებობს. […] ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ვუჭერდით მხარს ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობის ინტერესებს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული, ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, — თქვა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
კონგრესმენმა ტერნერმა შაჰინის სიტყვებს თავისი შთაბეჭდილებაც დაამატა პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე.
„ჩემთვისაც იმედგაცრუებას იწვევს პრემიერმინისტრის კომენტარი. პასუხისმგებლობა არ აუღია აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭებაზე. განცხადება არ გაუკეთებია გეგმების შესახებ, რაც გააუმჯობესებდა ურთიერთობებს შტატებსა და საქართველოს შორის. კეთდება რაღაც განცხადებები აშშ-ს შესახებ, მაშინ როცა ორმხრივი ურთიერთობები გართულებულია. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახავს ამერიკის პოზიციას ან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს“, — თქვა კონგრესმენმა.
საქართველოს პრემიერმინსიტრის აშშ-ის სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ იმას შეეხებოდა, რომ შეხვედრა საინტერესო იყო და ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხებოდა. კობახიძის თქმით, მან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა აშშ-სთან ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვისთვის.
დემოკრატი სენატორი და რესპუბლიკელი კონგრესმენი საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მასთან შეხვედრის შემდეგ, ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელა, სადაც ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა “საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულების გამო”.
სენატორსა და კონგრესმენს პრემიერმინისტრი ც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა და შეხვედრა იყო საინტერესო.
შეხვედრა შედგა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთანაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს
მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი შეხვდნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ გამოწვევებს, რომელსაც “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებული რუსულ კანონი ქმნის ქვეყანაში.
ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში დღეს, 11 აგვისტოს სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ