პრემიერმა კობახიძემ გაეროს მომავლის სამიტს სიტყვით მიმართა

23 სექტემბერს, გაეროს „მომავლის სამიტზე“ გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, საქართველო კი სხვა ქვეყნებთან ერთად, საერთო მიზნების მისაღწევად იმუშავებს. შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
“მომავლის სამიტი” ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი და ნამიბიის პრეზიდენტი ნანგოლო მბუმბა. სამიტმა მიზნად მსოფლიო ლიდერების მიერ პაქტისა და მომავალი თაობების შესახებ დეკლარაციის მიღება დაისახა. პაქტი თემების ფართო სპექტრს აერთიანებს, მათ შორის: მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილებას, ციფრულ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებებს, გენდერს, ახალგაზრდობას და მომავალ თაობებს, ასევე გლობალური მმართველობის ტრანსფორმაციას.
პრემიერმა კობახიძემ აღნიშნა, რომ სამიტი ცდილობს “გლობალური კონსენსუსის მიღწევას, უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად”, რათა მოხდეს სამომავლოდ უკეთესი გადაწყვეტილებების მოძებნა.
„თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ წინაშე უპრეცენდენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, „მომავლის სამიტი“ უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სახელით, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, სხვა ქვეყნებთან ერთად იმუშაოს ზემოთჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად: “საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები. მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას”.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

ასევე დაგაინტერესებთ