პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა, სწორი ფორმატი იყო, – ამბობს IG International-ის დამფუძნებელი მინდია საბანაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, პრემიერი განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შეხვედრებს გააგრძელებს.
„ძალიან სწორი ფორმატით ჩატარდა, პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა, დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა, ვისაც აქვთ კრიტიკული შეხედულებები, ახლავე ჩაინიშნა ეს, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის, რომ ევროინტეგრაციას, მიმართულებას ევროპისკენ არ აქვს არანაირი უკუსვლა და შეუქცევადი პროცესია, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – ამბობს საბანაძე.
