პრემიერი – NGO-ები, რომლებმაც გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები 2020 წელს, პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ – მათ შელახული რეპუტაცია აქვთ

არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც 2020 წელს გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები.
„ყველას აქვს საშუალება, რომ დააკვირდეს საარჩევნო პროცესს, განურჩევლად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლის. ყველა აკვირდება არჩევნებს და აბსოლუტურად შეუფერხებელი არის ის პროცესი, რაც დაკავშირებულია დაკვირვებასთან. პრობლემა არის ის, რომ არიან ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საარჩევნო აგიტაციას მმართველი პარტიის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ NGO-ების ვებ-გვერდზე, პირდაპირ წარმოებს კამპანია მმართველი პარტიის წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ასეთ პირობებში რა დაკვირვება უნდა განახორციელონ, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ყველაფერი დევს ხელის გულზე, თან ეს არიან ის NGO-ები, რომლებმაც 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბეს. მათ აქვთ შელახული რეპუტაცია, თუმცა დააკვირდნენ და იყონ”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ