პრემიერი – 4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი – მინიმუმ 300 ათასმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში

4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი. ამ ქვეყანაში მინიმუმ 300 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე მომდევნო 4 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ პრემიერმა, მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე.
„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზე გვქონდა საუბარი. ეს არის ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე. ეს სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სავსებით რეალურია. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე. ესეც მიღწევადია. სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებულები. 4%-ს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4%-ს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი. მინიმუმ 300 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ამბიციური ამოცანაა, თუმცა სავსებით რეალურია ამ მიზნის შესრულება. ამისთვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. გვინდა მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. რეალურია და კარგი საფუძვლებია შექმნილი გასული წლების განმავლობაში“,- აღნიშნა პრემიერმა.