ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 165 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსთა მინისტრმა და მისმა გუნდმა კიდევ დამატებითი რესურსი გამონახეს. აქედან, უდიდესი ნაწილი, 130 მილიონი ლარი ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ჯამში, რეგფონდი 580 მილიონი ლარი გახდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წელს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება შეეძლებათ.