პრემიერი – ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება – გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა

ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უსისტემობის პირობებში, ეს არ არის უზრუნველყოფილი.
„რაც შეეხება მესამე გამოწვევას, ეს არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. რეალურად, ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, თუმცა უსისტემობის პირობებში, სამწუხაროდ, ეს არ არის უზრუნველყოფილი.
ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან მწყობრ სისტემას. ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, რაც, ბუნებრივია, სწავლების და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა.
ასევე, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთ პირობებში ძნელია მოსთხოვო პასუხი კონკრეტულ პედაგოგებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სახელმძღვანელოების განვითარებაზე, კვლევაზე და ა.შ.
ჩვენ გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა, მაგალითად, ეს არის ტექნიკური დარგები, თუმცა არამარტო, სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა იმისათვის, რომ შეივსოს არსებული ვაკუუმი. ამისათვისაც არანაირი მწყობრი სისტემა არ არსებობს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია