პრემიერი ხაბეიშვილის განცხადებებზე – გვაქვს ინფორმაცია, რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში – ეს არის დავალება იგივე ადამიანებისგან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ, აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე

გვაქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ გეგმას განხორციელება არ უწერია.
„რეალურად, ეს არის ე.წ. ანიტას დავალება და ეს დავალებაც მოდის იგივე ადამიანების მხრიდან, რომლებიც სხვა რაღაცებს ალაპარაკებენ ამ ბატონს, თუმცა მისი დავალების მიმცემებიც ნატურით ზუსტად ისეთივეები არიან, როგორიც არის ბატონი ანიტა, შესაბამისად, მათ ამ გეგმებს არ უწერია განხორციელება. არის კონკრეტული, მარტივად გაშიფვრადი გეგმა, რომელიც საპნის ბუშტივით ძალიან მარტივად შეგვიძლია გავხეთქოთ. გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ამ გეგმას არ უწერია არავითარი განხორციელება.
კი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ბატონი ანიტა ამ ყველაფერში. ეს არის დავალება იგივე ადამიანების მხრიდან, ვინც სხვა დავალებებსაც აძლევენ მას. აქაც საუბარია ჩვენი გუნდის კონკრეტულ ყოფილ წევრებზე, რომლებსაც არავითარი თვისებრივი თავსებადობა არ ჰქონიათ ჩვენს გუნდთან, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ანუ ეს არის იგივე დავალებები“, -განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, იგულისხმა თუ არა აქ .
„არა, არცერთ გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. როდესაც ასე ხდება, მერე შეიძლება სხვა გვარები მოიკითხოთ და ა.შ. არცერთ გვარს არცერთი ფორმით არ დავასახელებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოღაიდელი: 6 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში, მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, კავშირზე ვიყავი მინისტრებთანაც და პრეზიდენტთანაც. სააკაშვილს შევთავაზე შეხვედრა და მიმდინარე მდგომარეობის განხილვა, თუმცა, არ არის საჭიროო მოთხრა და წავედი სახლში…

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას