პრემიერი – ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს – ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე

ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს – გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის ელჩმა ისე გაავრცელა კანცლერ ს განცხადება, რომ რჩებოდა აღქმა, თითქოს ის საქართველოზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. პრემიერმა მ, გერმანიის ელჩის აღნიშნულ ქმედებას სპეკულაცია უწოდა.
„ყველას გახსოვთ, რომ გერმანიის ელჩი ჩართული იყო თავის დროზე „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ ერთად წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ეს ძალიან სამწუხაროა. ის სპეკულირებს. მერე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა ეს გერმანიის ელჩის „ტვიტი“ თუ რაც იყო, გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ისე წარმოაჩინეს თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა, თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და მერე მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის გერმანული სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი, ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა გერმანიის სახელმწიფოსთან ურყევ მეგობრობასა და პარტნიორობას.
„გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი. ამას, საბოლოო ჯამში, ის ვერ მოახერხებს. ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მადლიერი გერმანიის სახელმწიფოსი, როდესაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გერმანულმა მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შეიძლება გადავუხადოთ გერმანულ სახელმწიფოს ამისთვის. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ხშირად თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ამას არ წარმოაჩენენ ხოლმე, როგორც საქართველოზე თავდასხმას. რა თქმა უნდა, ელჩი როდესაც არასწორად და არასერიოზულად იქცევა, მისი გაკრიტიკება არის ჩვენი ვალდებულება, მათ შორის, გერმანიის სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან არასერიოზული ქმედებები, პირველ რიგში, სწორედ გერმანულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას ქართულ სახელმწიფოსთან ერთად. აქედან გამომდინარე, მინიშნება იმაზე, რომ ელჩი არ იქცევა სწორად, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი გერმანიისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ორმხრივი მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს”.
გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვისი მისამართით იყო გაჟღერებული კანცლერის აღნიშნული განცხადება, რამაც ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილს დაუტოვა აღქმა, რომ ოლაფ შოლცის ეს განცხადება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა.
როგორც გერმანიის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ოლაფ შოლცის ეს განცხადება გერმანიაში მიმდინარე მოვლენებისკენ იყო მიმართული.
„კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“, – აღნიშნულია საელჩოს კომენტარში.