პრემიერი – ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი – აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში, თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ ჩაიხედონ, დასამალი არავის არაფერი აქვს

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ ს არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს „არანაირი საფუძველი“ არ აქვს.
„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. თუ რაიმე არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. -მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. რეალურად, რაიმე საბაბიც კი არ აქვთ მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არაფერია სადავო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც, რაც პირდაპირ იკითხება, მათ შორის ცნობილი „ენჯეოების“ დასკვნებიდან.
„მათივე ენჯეოების დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება, რომ მაგალითად წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, ჯანსაღი. უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებთან შედარებით. რომ გავიხსენოთ 2021, 2020, 2018, 2016 წლები, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ამომრჩევლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ღილაკზე თითის დაჭერით, ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში, რეალურად საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი, საერთოდ ვერაფერს ამბობენ. კარდაკარი არის ამომრჩევლის მობილიზაციის ჩვეულებრივი მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ. IRI-ის ტრენინგი ჩაუტარდათ საარჩევნო მიმართულების პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან, ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ შვიდი კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ, მეორედ, მესამედ დარეკვა, დარეკვით თუ ვერ მოდიოდა ამომრჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა, საჭიროების შემთხვევაში შენ თვითონ უნდა უზრუნველგეყო, წაგეყვანა საარჩევნო უბნებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაციაზე აქცენტის გაკეთება და მისი წარმოჩენა არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძვლად, იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს.
„ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა. ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ზე ჩამოვიდნენ. მერე რომ ნახეს, 300 000 ხმაც არ ჰყოფნიდათ, ჩვენ 335 000 ხმით ნაკლებიც რომ აგვეღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რომ ნახეს, მერე თქვეს 400 000. საერთოდ საიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები. საერთოდ არ აქვთ არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს მათი აბსოლუტურად ყველა განცხადება, სიუჟეტი, შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება, თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ, ჩაიხედონ გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში.