პრემიერი – ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში – პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა

ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული.
„მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)