პრემიერი – შეიძლება რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ წაიკითხა გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი, ან წაიკითხა, მაგრამ ვერ გაიაზრა, თუმცა ევროკავშირის საელჩოში არ უნდა ჰქონდეთ წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების პრობლემა

შეიძლება რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ წაიკითხა ეს ტექსტი, არ წაიკითხა, ან წაიკითხა, მაგრამ ვერ გაიაზრა, თუმცა ევროკავშირის საელჩოში არ უნდა ჰქონდეთ წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების პრობლემა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ევროკავშირის ელჩის საქართველოში, ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, როცა იაზრებ ნათქვამს, მაგრამ მას ცრუ ინტერპრეტაციას აძლევ, ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა.
„[ევროკავშირის] ელჩის განცხადება არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია, ძალიან სამწუხაროა. კარგად შეგიძლიათ წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე ეს ტექსტი წაკითხულოო ან თუ წაიკითხა შეიძლება ბევრმა ვერ გაიაზრა, მაგრამ არ მგონია, ევროკავშირის ელჩს ჰქონდეს წაკითხულის გააზრების ასეთი პრობლემა. როდესაც ბრიფინგის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგული; როცა პირდაპირ წერია, რომ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი; როცა პირდაპირ წერია, რომ ჩვენ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, აქ ამის გააზრებას რა უნდა, ან წაკითხულის, ან მოსმენილის?! როდესაც ამას შეგნებულად არ იაზრებს ევროკავშირის ელჩი, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამით ის აგრძელებს იმ წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელიც თავის დროზე დაიწყო და როგორც ჩანს, მას იგივე დღის წესრიგი აქვს. ეს უნდა შეიცვალოს! სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ დიპლომატიურ რეაგირებაზე, რომ ქცევის ცვლილება არის საჭირო. ძალიან მარტივი იყო ჩვენი ბრიფინგიდან შინაარსის წაკითხვა. შეიძლება რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ წაიკითხეს ეს ტექსტი, არ წაიკითხა, ან წაიკითხა, მაგრამ ვერ გაიაზრა, თუმცა ევროკავშირის საელჩოში არ უნდა ჰქონდეთ წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების პრობლემა. როცა იაზრებ რა გითხრეს გუშინ და ცრუ ინტერპრეტაციას აძლევ ამას, ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, ის რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.