პრემიერი – ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა – საქართველო არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში.
არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში”, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ