პრემიერი – ყველაფერი არის მშვიდად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები – დანარჩენი, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ს შესაძლო გაყალბების თაობაზე საკუთარი მტკიცებულებების გასაცნობად ევროკავშირის ელჩს ხვდებიან, ამბობს, რომ „ეს ყველაფერი, რეალურად, ცარიელი პიარია და სინამდვილეში ასეთ ფაქტებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“.
„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა. ამის შემდეგ საპარლამენტო ცხოვრება დაიწყება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება, შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. არაერთი პროექტი ხორციელდება, ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას ვიწყებთ. პასუხისმგებელი ვართ, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას. ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ახლა ოპოზიცია ცდილობს, არის ქარიშხალი ჭიქაში“,- განაცხადა კობახიძემ.