პრემიერი – ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული – ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა

ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული – ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ