პრემიერი – ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული – ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა

ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული – ურთიერთობები ასე არ უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს