პრემიერი „ფორმულას“ ინფორმაციაზე – ეს იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თუ საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, დაისჯება საზოგადოება

ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ“.
კობახიძის განცხადებით, ასეთ შანტაჟს მკაფიო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.
„რეალურად არ ვიცი, ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა – უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება – ეს არის მესიჯი. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ, ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.“-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება ს შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ