პრემიერი – უნდა შეფასდეს რეჟიმი – ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას, ასევე უნდა შეფასდეს, რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები 12-13 წლის განმავლობაში, როცა ოპოზიციას წარმოადგენდნენ

უნდა შეფასდეს რეჟიმი – ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატიდან საზოგადოებამ ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა, ასევე ბევრი რამ გაიხსენა და ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული დასკვნით დოკუმენტში.
„საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, არაერთი ახალი ინფორმაცია მოისმინა და, ასევე, ბევრი რამ შეგვახსენა საგამოძიებო კომისიის ფორმატმა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. უნდა შეფასდეს რეჟიმი – ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას. რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და, ასევე, უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა, დაველოდოთ საბოლოო დოკუმენტს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიხამინჯია: ერთმანეთს წლობით ვერ ხედავენ ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები. ეკონომიკის განვითარებაზე დაგვყვირიან რამდენიმე წელია. ერთი ინიციატივა თუ გახსოვთ, რომ ამ დედებს დახმარებოდნენ საკუთარ სახლში დასაბრუნებლად?

მერაბ ვასაძე: ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტია რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის