პრემიერი – უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია – თუ ასეთ პირობებში ეუთო/ოდირი სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, არჩევნების მთავარი შემფასებელი ხალხია

უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი – თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო/ოდირის სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, მთავარი შემფასებელი ს ქართული საზოგადოება და ხალხია, ეს არის ჩვენთვის მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში საარჩევნო პროცესები მშვიდ ვითარებაში წარიმართება, რაც ეუთო/ოდირისთვის კრიტიკული დასკვნის საშუალებას არ მისცეს.
ს დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო/ოდირი წინასწარ გამზადებულ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ეს სწორი პროგნოზი იყოს. იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნა არაკონკურენტული საარჩევნო გარემოს შესახებ დადოს, ამისთვის ხელჩასაჭიდი რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს? მაგალითად, ვიღაცებს ბილბორდების განთავსების საშუალება არ ჰქონდათ, ან ვიღაცებს რეგისტრაცია დაუბლოკეს, ან საერთო გარემო არ იყო კონკურენტული, რაიმე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა იყოს?
ყველა ხედავთ, რომ უამრავი პარტიაა რეგისტრირებული და ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, აგიტაცია, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო/ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობასთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები, როგორია საარჩევნო გარემო. როცა არაფერია ხელმოსაჭიდი რა უნდა დაწეროს ეუთო/ოდირმა, ამიტომ რუსეთის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმები.
თუ ასეთი გარემოს პირობებში ეუთო/ოდირი სხვა დასკვნას დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება, მთავარი შემფასებელი არჩევნების ქართული საზოგადოება და ხალხია, ეს არის ჩვენთვის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი მ.