პრემიერი: სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის

საინტერესო შეხვედრა მქონდა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვისთვის.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა ორმხრივი კავშირები გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ