პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
ირაკლი ს დასრულების შემდეგ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს.
„ეს ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შარშანდელი მოვლენებიდან გარკვეული განცდა დარჩა, რომ თუ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც ასევე განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი სხვადასხვა თვალსაზრისით.
„ჩვენ მაშნვე ვამბობდით, რომ ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესების განვითარებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა “იმედის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა