პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება.
„ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება – სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-ისა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ ს ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული FARA-ს კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას, ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მთავრობამ საგანგებოდ, საიდუმლოდ გადაწყვიტა, რომ კომერციული საიდუმლო გრიფი დაედო Eagle Hills Georgia -სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას – ამ ყველაფრის უკან იმალება სერიოზული პრობლემა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ აღძრულ საქმეებზე – თუ რამე პრეტენზია ექნებათ და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ – იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მაინც მოიხადონ ბოდიში!