პრემიერი – საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება – ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, მაგრამ მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება

საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება „გამჭვირვალობის კანონის მიღება“, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ, ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსგავს ორმაგ სტანდარტებს უკვე მიეჩვია.
„რაც შეეხება პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში, ასევე სხვა მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდა, ჩვენ ვხედავთ აქ ორმაგ სტანდარტს. ერთი მხრივ, საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, იმისთვის შეიძლება. ან ჩვენთვის არ შეიძლება გამჭვირვალობის კანონის მიღება, აქ ეს კანონი არის რუსული, მათ ვინც გვაკრიტიკებს, შეუძლიათ ამ კანონის მიღება და იქ ეს კანონი არ არის რუსული, არამედ არის ხან ფრანგული, ხან კანადური, ხან ამერიკული. ასეთ ორმაგ სტანდარტებს ვართ მიჩვეული, ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა რაღაცნაირად ვცხოვრობთ ამ რეალობითაც”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ