პრემიერი – საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის წარმატებული მაგალითია მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს – 6 მლრდ დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს

ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში. ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის.
ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში: 6 მილიარდი დოლარის კაპიტალდაბანდებას EMAAR-ჯგუფი და Eagle Hills განახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი მ, რომლის გამოსვლასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად