პრემიერი – სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ – რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ელექტრონულ ფოსტაზე მისდით შეტყობინება სავიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე“.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სანქციებზე საუბარი არასერიოზულია.
„სანქციებზე საუბარი ჩვენთვის არასერიოზულია თუ ვინმე საუბრობს, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ. ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს ჩვეულებრივი ტყუილია, როდესაც თემა არასერიოზულია, ასეთ თემას ვერ ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”