პრემიერი – სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არაკონსტიტუციურია – როცა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში მას ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტ, ს მიერ დასავლელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც.
„რეალურად, გერმანელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა აქვთ. გერმანიაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების აგიტაციის ჩატარება იკრძალება. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა გერმანულმა მხარემ თავიდან აირიდა, რაც უკვე კარგია. კიდევ ერთხელ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას. თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან, ამით ისინი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ უხეშ უპატივცემულობას გამოხატავენ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტულ ქვეყნებში შეიმჩნევა. როდესაც კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ, ეს არის რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა, რაზეც კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის პოზიცია გასაკვირი არ არის, რადგან „ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უკავშირდება“.
„სალომე ზურაბიშვილი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს დადგა, რაც არავის არ უკვირს, ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ ფსევდოლიბერალური პროპაგანდა უკავშირდება. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული ფასეულობების დაცვის მხარეს, არა ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ის დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს. ეს კიდევ ერთხელ იმაზე მეტყველებს, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა კობახიძემ.