პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ
დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე ევროკავშირის ელჩის მიერ 2024 წლის ივნისში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ევროკავშირის ელჩი ხშირად იმეორებდა იმას, რომ შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რა დოკუმენტიც დაიდო, ეს არის ამის დამატებითი წერილობითი მტკიცებულება.
“საჯარო განცხადება შედარებით სუსტ მტკიცებულებად ითვლება და ახლა დადეს უკვე კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა კონკრეტულად 2024 წლის 27 ივნისს. ყველაფერი ხომ ნათელია. მერე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს. ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ. დღეს ყველამ იცის, რომ სწორედ, არაფორმალური გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს დამოუკიდებლობა ევროპულ სტრუქტურებს და კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებსაც. ერთი ორი გამონაკლისია – უნგრეთი, . ამის შესახებ ყველამ იცის. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არაფორმალურად იმართება ევროპული სტრუქტურები იმ მსხვილი კორპორატიული ინტერესების მხრიდან, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ უკვე ძალიან კარგად იცის. არის მსხვილი ოლიგარქიული, კორპორატიული გავლენები და, სწორედ, ასე იმართება დღეს ევროპული ბიუროკრატია. საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს