პრემიერი – რუსეთის ფედერაციას ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ამაში ლომის წილი დადო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის ომი დაიწყო, ამას უნდა ჩახედოთ თქვენ თვალებში

რუსეთის ფედერაციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ამაში ლომის წილი დადო თქვენი პარტიის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წლის ომი დაიწყო, ამას უნდა ჩახედოთ თქვენ თვალებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, და უჩიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ამ თემასთან დაკავშირებით.
„სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი, ამ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოთ. თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც წერია, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. ასევე, თქვენი ერთ-ერთი პარტიაა „ლელო“, რომლის ორი წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე უჩიოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი პარტიებია „ნაცმოძრაობა“ და „ლელო“. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო. უფრო მეტიც, ანა ნაცვლიშვილი და ანა დოლიძე საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდნენ ამასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. საქართველოს სახელმწიფოს არავითარი ომი არ დაუწყია. ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რომელიც 2008 წელს გაყალბებით დარჩა ხელისუფლებაში. აბსოლუტურად არალეგიტიმური იყო სააკაშვილი, მითუმეტეს გაყალბებული საპრეზიდენტო ს შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.